სომხეთში კორონავირუსის 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 28 ადამიანი ემსხვერპლა.
8 დეკემბრის მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 142 928 შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 2 372 პაციენტისთვის, კიდევ 597 კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.