სომხეთში კორონავირუსის 572 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 572 შემთხვევა გამოვლინდა, 1 019 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 30 პაციენტი, კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 10 074 ტესტი ჩატარდა. 18 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 331 914 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 29 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 183ადამიანი გარდაიცვალა. 1 397 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.