სომხეთში კორონავირუსის 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 572 შემთხვევა გამოვლინდა, 1 617 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 52 პაციენტი, კიდევ ექვსი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 7 699 ტესტი ჩატარდა. 16 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 329 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 297 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 107 ადამიანი გარდაიცვალა. 1 385 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.