სომხეთში კორონავირუსის 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 594 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19 781-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 334 075 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 305 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 278 ადამიანი გარდაიცვალა.