სომხეთში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 25-ით გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 11 405-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 340 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 320 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 669 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.