სომხეთში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ათი ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყებიდან, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია სულ 34 877 ადამიანს დაუდგინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ 19“-ს ათი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი კორონავირუსული ინფექციით ქვეყანაში 641 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო ერთ დღეში, სომხეთში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი სხვა დაავადებით გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 205-ია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ 19“-სგან 23 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.