სომხეთში კორონავირუსის 409 შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 409 შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 409 შემთხვევა გამოვლინდა, 1 106 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 29 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 337 931 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 315 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა.