სომხეთში კორონავირუსის 383 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ რვა ადამიანი
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 383 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 36 996-ს აღწევს, მათგან გამოჯანმრთელებულია 26 243 ადამიანი.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა რვა პაციენტი. სომხეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 700-ს აღწევს. ამასთან, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები გახდა. მთლიანობაში სომხეთში 220 ასეთი შემთხვევა არის დაფიქსირებული.