სომხეთში კორონავირუსის 327 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 327 შემთხვევა გამოვლინდა, 667 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
5 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 340 723 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 321 106 პაციენტი გამოჯანმრთელდა.