სომხეთში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 5 271 შემთხვევა. 20 მაისის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს 2 758 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი ვერ დაძლია 67-მა პაციენტმა. მათგან სამი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტეს, ბოლო დღე-ღამეში კიდევ ორი ადამიანი „სხვა ავადმყოფობების გამო დაიღუპა“. საერთო ჯამში 27 ასეთი შემთხვევაა აღრიცხული
ამრიგად, ეპიდემიის დროს დაღუპულთა საერთო რაოდენობა სომხეთში 94-ს შეადგენს.