სომხეთში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 122 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 229 შემთხვევა გამოვლინდა, 122 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 6 077 ტესტი ჩატარდა. 1 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 230 339 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 619 ადამიანი გარდაიცვალა. 1 122-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.