სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 5 041 შემთხვევაა გამოვლენილი.
მკურნალობას განაგრძობს 2 788 ადამიანი. მათ შორის, 70 ადამიანი საავადმყოფოში ბოლო დღე ღამის განმავლობაში გადაიყვანეს.
ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა კიდევ სამი პაციენტი. სულ გარდაიცვალა 64 ადამიანი.
როგორც სომხეთის დაავადებათა ცენტრში აცხადებენ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი მოქალაქე სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სულ მსგავსი მიზეზებით სომხეთში 25 ადამიანი დაიღუპა. შესაბამისად, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 89-ს აღწევს.