სომხეთში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 472 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 472 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა, 472 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 663 ტესტი ჩატარდა.

20 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 221 559 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 209 980 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 364 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 069 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.