სომხეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ინფიცირებული
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის შვიდი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ექვსი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა სომხეთში 541-ით გაიზარდა და ჯამში 33 157 შეადგინა.
11 აგვისტოს მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 40 593 შემთხვევა. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 1 037 პაციენტი. მათგან 235 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.