სომხეთში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რვა ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ექვსი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

21 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 42 477 შემთხვევა. აქედან 35 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 095 პაციენტი, მათგან 253 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.