სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 138-ით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში, სომხეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 45 ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 3 313 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის, სომხეთის საავადმყოფოებში 1 928 ადამიანს მკურნალობენ.
სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე 1 325 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 58 ბოლო ერთ დღეში.