სომხეთში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 125 ადამიანს დაუდასტურდა, 205 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 957 ტესტი ჩატარდა.

31 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის167 026 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 157 519 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 080 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 769 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.