სომხეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 43 750 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად საავადმყოფოში 4 956 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება დაღუპულების საერთო რიცხვს, როგორც სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, უშუალოდ „კოვიდ-19“-ის შედეგად 877 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, კიდევ 267 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები იყო.