სომხეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია 9 402 ინფიცირებული. 5 896 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.
ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა რვა ადამიანი. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 139-ს შეადგენს.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულებს, რომლებიც „სხვა დაავადებებით“ გარდაიცვალნენ. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 55 ასეთი შემთხვევაა აღრიცხული.