სომხეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა, 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 2 835 ტესტი ჩატარდა.
28 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 513 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 212 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 423 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 081 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.