სომხეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 000-ს მიუახლოვდა.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 34 981 შემთხვევაა გამოვლენილი. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 10 620 პაციენტი.

ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის შედეგად სომხეთში სულ 650 პირი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში კიდევ ოთხი კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობა სომხეთში 209-ს აღწევს.