სომხეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით არავინ გარდაცვლილა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 724 ტესტი ჩატარდა.
25 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 635 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 423 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 505 ადამიანი გარდაიცვალა. 1 096 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.