სომხეთში კორონავირუსის 1 765 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 765 შემთხვევა გამოვლინდა, 881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 38 პაციენტი. კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 15 616 ტესტი ჩატარდა. 15 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 278 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 713 ადამიანი გარდაიცვალა. 1 232 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.