სომხეთში კორონავირუსის 1 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 522 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 36-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 29 438-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 325 521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 287 856 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 867 ადამიანი გარდაიცვალა.