სომხეთში კორონავირუსის 1 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 70 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 309 შემთხვევა გამოვლინდა, 2 044 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 70 პაციენტი, კიდევ რვა პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 11 431 ტესტი ჩატარდა. 12 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 326 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 289 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 937 ადამიანი გარდაიცვალა. 1 368 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.