სომხეთში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 192 შემთხვევა გამოვლინდა, 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 27-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 212-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 283 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 254 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 805 ადამიანი გარდაიცვალა.