სომხეთში კორონავირუსის 1 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 62 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 121 შემთხვევა გამოვლინდა, 2 191 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 62 პაციენტი, კიდევ ცხრა პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 9 152 ტესტი ჩატარდა. 9 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 322 364 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 285 057 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 762 ადამიანი გარდაიცვალა. 1 342 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.