სომხეთში კორონავირუსის 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 117 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 1 029 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 117 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 029 შემთხვევა გამოვლინდა, 1 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 22 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 589 ტესტი ჩატარდა.

9 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 201 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 180 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 697 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 944 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.