სომხეთში კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი მეორედ შეცვალეს
სომხეთში კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი მეორედ შეცვალეს

სომხეთში კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი მეორედ შეცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, მიკაელ ამბარცუმიანის თანამდებობიდან გათავისუფლდეს, რომელიც ამ პოსტზე ერთი თვის წინ დაიკავა.

სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არმენ აბაზიანი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

არაღიარებული ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედების განახლების შემდეგ სომხეთმა კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ორჯერ შეცვალა.