სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება
სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება.
„კოვიდ-19“- ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა გასცა.
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 2386 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 35 ადამიანი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთში ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე მეტი იყო.
ამ ეტაპზე სომხეთში სავაჭრო ცენტრები, სკოლა და უნივერსიტეტი დახურულია.
ჯერჯერობით კვლავ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.