სომხეთში ხელისუფლების გადაცემას გაერო-ს გენმდივანმა მშვიდობიანი დარეგულირების „ფანტასტიკური მაგალითი“ უწოდა
სომხეთში ხელისუფლების გადაცემას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მშვიდობიანი დარეგულირების „ფანტასტიკური მაგალითი“ უწოდა.
ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელ Facebook-ში შეკითხვებს უპასუხა.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ხელისუფლების გადაცემის ფანტასტიკური მაგალითი სომხეთში, რომელშიც ახალგაზრდობა მონაწილეობდა. ეს ფანტასტიკური მაგალითი იმედს გვაძლევს, ვირწმუნოთ, რომ ახალი თაობას გადაწყვეტილებების მიღება უკეთ შეეძლება, ვიდრე ჩემ თაობას“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიუ გუტრეშის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას შეუძლია გაერთიანება და იმის ჩვენება, რომ დემოკრატია, თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.