სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ერევნის „ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე დახვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.