სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით შვიდი ადამიანი დაიღუპა.

6 ივნისის დილის მონაცემებით, სომხეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 12 364 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 190 ადამიანი. ამასთან, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 69 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სომხეთში „კოვიდ-19“-ისგან 3 720 ადამიანი განიკურნა, 8 385 ინფიცირებული კი მკურნალობას აგრძელებს.

სომხეთში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით 13 ივნისამდე გახანგრძლივდა. 18 მაისის შემდეგ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.