სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 34 001 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 620 ადამიანი დაიღუპა. კიდევ რვა პაციენტი, რომელთაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, ბოლო ერთ დღეში სხვა დაავადებით დაიღუპნენ. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 197-ს აღწევს.