სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ19“-ის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 ის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ 19“-ის 42 319 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 836 ადამიანი. 251 კოვიდინფიცირებული კი სხვა დაავადებით დაიღუპა.