სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორამციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 36 162 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსული ინფექციით 10 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი, 688 ადამიანს აღწევს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექციისგან 25 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 478 ბოლო ერთ დღეში.