სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.
27 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 23 909 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 420 ადამიანი, მათგან 133 კოვიდინფიცირებული სხვა თანხმლები დაავადებით გარდაიცვალა.
სომხეთში კორონავირუსისგან 12 911 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 10 445 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდეა ძალაში.