სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 7402 შემთხვევა. საავადმყოფოებში ამ ეტაპზე 4052 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 3220 ადამიანი.
სომხური მედიის ინფორმაციით, „კოვიდ-19“- ის გავრცელებიდან დღემდე სხვადასხვა დაავადებით დაღუპულია 39 კოვიდინფიცირებული. საერთო ჯამში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 130.