სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 176 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ 19“-ის ინფიცირების 42 792 შემთხვევაა დადასტურებული.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას ორი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი, 852-ს აღწევს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსისგან 35 991 ადამიანი განიკურნა.