სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 451 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 451 შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, სომხეთში ვირუსის დიაგნოზი 36 613 ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 25 ათასზე მეტი უკვე განიკურნა, 692 გარდაიცვალა.
ამასთან, 218 შეადგენს იმ გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა სიკვდილის მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა.