სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაცვლილია ათი პაციენტი.
3 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანას სულ 27 320 ინფიცირებული და 469 გარდაცვლილი ჰყავს.
დღემდე ვირუსისგან 15 500-მდე ადამიანი განიკურნა.