სომხეთში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კოვიდინფიცირებული კი სხვა დაავადებით დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ -19“-ის 29 285 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 503 ადამიანი, 164 კოვიდინფიცირებული კი სხვა დაავადებით დაიღუპა. ვირუსისგან სომხეთში 16 907 პაციენტი განიკურნა.