სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 81 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 1 677 შემთხვევაა დაფიქსირებული. საავადმყოფოებში კი 846 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.
კორონავირუსისგან ქვეყანაში 803 ადამიანი განიკურნა. დაღუპულია 28 პაციენტი.