სომხეთში დემონსტრანტებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს
სომხეთში დემონსტრანტებმა ვანაძორი-ბაგრატაშენის დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
მათი ცნობით, მომიტინგეები დასახლება დსეხში იმყოფებიან და ამ ფორმით უერთდებიან ერევანში მიმდინარე აქციებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და აქტივისტებს გზის გახსნიკენ მოუწოდებს. ამავე დროს, ათასამდე დემონსტრანტს დაკეტილი აქვს ბაგრატაშენ-ნოემბრიანის დამაკავშირებელი გზის ნაწილიც.
პარალელურად ცნობლი ხდება, რომ დემონსტრანტებმა ერევანში აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილი გადაკეტეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო აეროპორტ „ზვარტნოცის“ მიმართულებით მიმავალ გზაზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. ამის გამო, აეროპორტში მიმავალი ხალხი იუძლებულია ფეხით გადაადგილდეს.
ამასთან, სომხური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მომიტინგეების ნაწილმა კიდევ ერთი გზატკეცილის გადაკეტვა სცადა. ამის გამო, პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავებას შეეცადა.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ნიკლ პაშინიანი ხელმძღვანელობს, ამჟამად ერებუნის ადმინისტრაციული რაიონისკენ გადაადგილდებიან.