ჰონგ-კონგში დემონსტრანტები საკანონმდებლო საბჭოს შენობაში შეიჭრნენ [ფოტო]
ჰონგ-კონგში დემონსტრანტები საკანონმდებლო საბჭოს შენობაში შეიჭრნენ [ფოტო]

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები საკანონმდებლო საბჭოს შენობაში შეიჭრნენ. „ბიბისის“ ცნობით, ათობით დემონსტრანტმა მთავარი სამთავრობო შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ასობით დემონსტრანტი შენობაში შევიდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამთავრობო შენობაში კედლებზე წარწერები დატოვეს.

მანამდე, პოლიციამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ ყველას, ვინც შენობაში შეიჭრება, დააპატიმრებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოში შეჭრა დღის პირველ ნახევარშიც სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემსლადენი გაზი გამოიყენეს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით ერთი თვეა, მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომასა და კანონპროექტის სრულად გაწვევას ითხოვენ.