სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი – საშუალო სიმძიმის.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი ავრცელებს.
მისი თქმით, ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის ოლქში დაფიქსირდა.
ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის ოლქები მოიაზრება.
ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.