სომხეთში დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 1990 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 94-მა პროცენტმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიებები, ლოზუნგით „შენ დამოუკიდებელი ხარ“ მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. ნიკოლ ფაშიანიანმა მილოცვა უკვე მიიღო ბრიტანეთის დედოფლისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან.
„წელს მშვიდობიანმა, დემოკრატიულმა მოძრაობამ სომხეთში ახალი ერის დასაწყისი შექმნა. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, დაგეხმაროთ მიზნებისა და რეფორმების რეალიზებაში“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვაში.