სომხეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს,

სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 867 შემთხვევა. ამ დროისთვის, გამოჯანმთელებეულია 866 ადამიანი, აქედან 18 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა. სულ გარდაცვლილია 29 პაციენტი, საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 971 ინფიცირებული.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია 19 ათასზე მეტი ტესტი, აქედან ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩატარდა 749 ტესტი.