სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია უკვე 19 708 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ-19“-ს 13 ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რიცხვი კი 332-ს აღწევს. სომხეთში ამ დროისთვის 10 409 ადამიანი მკურნალობს, 8 854 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო ერთ დღეში, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის მატარებელი 3 ადამიანი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 113-ს აღწევს.