სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან ქვეყანაში 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ორი კი დაიღუპა.
30 აპრილის მონაცემებით, სომხეთში საერთო ჯამში „კოვიდ 19“ 2 066 ადამიანს დაუდასტურდა. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 1 103 ადამიანს მკურნალობენ, ტესტირება კი სულ 321 125 ადამიანს ჩაუტარდა. სომხეთში კორონავირუსისგან უკვე 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 32 პაციენტი კი დაიღუპა.